22:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 14:19:05, 3155 ნახვა

კულტურა
მიხეილ გიორგაძე: ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა, კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის

„ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა, კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის“,-ასე გამოეხმაურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სომხეთის მიერ საქართველოსგან 450 ეკლესიის გადაცემის მოთხოვნას.


გიორგაძის განცხადებით, მისი უწყება მხოლოდ კულტურულ ძეგლებზე ზრუნავს.


„კუტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა, ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით, როგორც ძეგლებს და რელუგიური კუთვნილების მიუხედავად, მათზე ვზრუნავთ“,-აღიშნა გიორგაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით,  სომხეთის მხარე საქართველოსგან 450 ეკლესიის გადაცემას ითხოვს.

უცხოური მედიის ცნობით, სომხური მხარე გეგმავს,  ამ თემაზე იუნესკოს მიმართოს.

„სომხური ეკლესია აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ ხუთ ეკლესიას ედავებოდა. ახლა კი, სია 450–მდე გაიზარდა“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics