2020-11-02 19:35:26, 822 ნახვა
სამადაშვილი - დღეს გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს
„დღეს გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.
„ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ესაა ის მეთოდები, რომლითაც მუშაობს ეს ხელისუფლება“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,