2015-09-07 11:39:39, 792 ნახვა
რეგიონი
ტყაიაში მოსაცდელი მოეწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსაცდელი მოეწყო.
გამგეობის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის ცენტრში მოსაცდელის მოწყობისთვის 7 375 ლარი დაიხარჯა.
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ედემ კეკუტიას ინფორმაციით, სოფელში ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაღისა და სკოლის ღობეებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის ცენტრში 24 ( აქედან 7 უკვე არსებული) გარეგანათების ბოძი დამონტაჟდება და მოიხრეშება შიდა საავტომობილო გზები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან