18:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 18:38:34, 923 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა

შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ნავთობის ფასების ვარდნამ რეგიონში შემავალ  ბევრ ქვეყანაში პრობლემები გამოიწვია, რაც საქართველოზეც აისახება.

"თქვენ იცით, თუ როგორი მდგომარეობაა ძალიან ბევრ ჩვენს მსხვილ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორ ქვეყანაში. ნავთობის ფასების ვარდნამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია და ეს პრობლემები არა მხოლოდ რუსეთის პრობლემებია. ვგულისხმობ  რეგიონში ბევრ ქვეყანას. ამიტომ, საქართველოზე  ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ  რაც მათზეა დამოკიდებული, ყველაფერს აკეთებენ.

"შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც  ეროვნულ ვალუტაზეა. მთავრობას რაც ბერკეტები გააჩნია, დამერწმუნეთ, დღეს  ყველა ამოქმედებულია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლარის კურსი ვარდნას კვლავ განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 17 იანვარს  ერთი დოლარის შეძენა 1.94 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი,  სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი  1.93 - 1.95 ლარი ღირს. სავალუტო ჯიხურების მეპატრონეთა ინფორმაციით, არსებული კურსი დილიდან მოქმედებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics