13:26 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 19:22:41, 8229 ნახვა

რეგიონი
ძამბოლატ ტადტაევი ცხინვალის რეგიონის ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გახდა

ძამბოლატ ტადტაევი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის ხელმოწერით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ძამბოლატ მერვადიკოვიჩ ტადტაევი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ინიშნება“, - ნათქვამია გაგლოევის ბრძანებულებაში.

ე.წ. მთავრობის სრული შემადგენლობა ერთ-ორ კვირაში იქნება წარდგენილი.

ადრე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა სხდომაზე დაამტკიცა ძამბოლატ ტადტაევის კანდიდატურა „მთავრობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

თადტაევის კანდიდატურას ოცდახუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთმა - წინააღმდეგ.

„ერთიანი ოსეთის“ წევრებმა ახალი „პრემიერ-მინისტრის“ კანდიდატურა 2025 წლამდე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ჩავარდნის გამო გააპროტესტეს: ტადტაევი ამ რუსული პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა, „პარლამენტს“ წარუდგინა ტადტაევის კანდიდატურა ოკუპირებული საქართველოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

2026 წლის იანვრის ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა დაითხოვა „მთავრობა“, თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი „ხელმძღვანელი“, კონსტანტინე ჯუსოევი, სავარაუდოდ, „მისი თხოვნით“ (ის ამ თანამდებობას 2022 წლის 20 ივნისიდან იკავებდა - რედ.). ტადტაევი დროებით დაინიშნა მისი მოვალეობის შესასრულებლად.

ძამბოლატ ტადტაევი 35 წლისაა (დაიბადა ცხინვალში 1990 წელს). მან დაამთავრა სტავროპოლის ეკონომიკის ფაკულტეტი და აქვს მეორე ხარისხი სამართალში. მანამდე ის საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „პრემიერ-მინისტრის მოადგილის“ და ფინანსთა „მინისტრის“ თანამდებობას იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics