2026-03-08 21:54:46, 9116 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობისგან
ისრაელსა და აზერბაიჯანის მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობისგან.
როგორც გამოცემა Modern.az წერს, მანამდე ისრაელის ოფიციალური უწყება რეკომენდაციას გასცემდა, რომ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანს 28 თებერვლიდან ესხმიან თავს. საპასუხოდ, ირანმა ისრაელისა და რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,