2015-01-26 16:35:00, 839 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი უკრაინას სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის ხელისუფლებას სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს.
ლავროვის განცხადებით, კიევში რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას სამხედრო გზით ცდილობენ.
"ეს მცდელობები უპერესპექტივოა და რაც მთავარია, მას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ახალი მსხვერპლი მოჰყვება. ამბოხებულებსა და უკრაინას ხელისუფლებას შორის აუცილებელია დიალოგის აღდგენა“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინელ ჯარისკაცებს და პრორუს სეპარტისტებს შორის საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან