2015-06-26 17:34:05, 1049 ნახვა
მსოფლიო
ტუნისში, სოუსეს სანაპიროზე თავდასხმის შედეგად 27-მდე ადამიანი დაიღუპა
ტუნისში, ტურისტული სასტუმროებიოს მახლობლად, სოუსეს სანაპიროზე თავდასხმის შედეგად დაახლოებით 27 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან უცხოელებიც.
მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანხმადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, მეორე კი იდევნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
სოუსეს სანაპირო ტურისტულად აქტიური ადგილია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტუნისის დედაქალაქის მუზეუმზე თავდასხმისას შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 22 ადამიანი, უმეტესად ტურისტები მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან