2015-01-17 13:08:18, 894 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამამ და დევიდ ქემერონმა რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელებაზე ისაუბრეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ მსოფლიო ლიდერებმა თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც ობამამ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გაგრძელება, იქამდე იქნება საჭირო, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს.
ამასთან ობამამ და ქემერონმა განაცხადეს, რომ ლონდონი და ვაშინგტონი უკრაინის რეფორმების მხარდამჭერად რჩებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან