2015-02-01 18:13:00, 781 ნახვა
მსოფლიო
რადიკალმა ისლამისტებმა იაპონელ ჟურნალისტს თავი მოკვეთეს
რადიკალმა ისლამისტებმა იაპონელი ჟურნალისტი კენძი გოტო სიკვდილით დასაჯეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა თავი მოკვეთეს და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
შეგახსემებთ, რომ 2 იაპონელი ჟურნალისტი კენდძი გოტო დზიოვო და ხარუნა იუკავა ტყვეობაში 2014 წლის ბოლოდან იმყოფებოდნენ.
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იაპონიის ხელისუფლებას გამოსასყიდის სახით 200 მილიონ დოლარს სთხოვდნენ და დრო 30 იანვრამდე მისცეს.
თუმცა დაჯგუფების წევრებმა ჯერ ერთი ჟურნალისტი ხარუნა იუკავა დასაჯეს სიკვდილით და რამოდენიმე კვირის შემდეგ კენდძი გოტო დზიოვოც მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან