2021-03-11 22:49:24, 2072 ნახვა
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში.
ATP-ს რეიტინგში როჯერ ფედერერს მეექვსე ადგილი უჭირავს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 42-ე პოზიციაზეა. გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოცნება ახდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,