17:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 10:13:50, 1607 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვაქვს ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის 8 წლის ბიჭია. მისი ცხედარი დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ასევე დაიღუპნენ კაცი და ქალი“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

„სახლები დაინგრა და დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მაშველები, ექიმები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება გაეწევა“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics