01:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 10:03:26, 1069 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბალისტიკური რაკეტებიც დააფიქსირეს.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

„ნამსხვრევები დაეცა ობოლონის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ შენობას“, - აღნიშნა კიევის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics