20:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 19:50:52, 7712 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ 38 პაციენტიდან, რომელსაც უფიქსირდება კორონავირუსული ინფექცია, ორის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. ამის გარდა 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ ინფექციების. 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. სულ ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. ამ 38-დან 2 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. რამდენიმე პაციენტის არის პრობლემური, რადგან მათ აქვთ ასაკი და ასევე თანმხლები დაავადებები, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, ჰაერის უკმარისობა. სულ 11 ადამიანს აქვს პნევმონია. აქედან რამდენიმეს მდგომარეობა საშუალო სირთულისაა, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics