2015-06-25 16:04:55, 790 ნახვა
სამხედრო
ადრიან ბრედშოუ ქართველ სამხედროებს შეხვდა
ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა და ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრედშოუს ის ჯარისკაცები წარუდგინა, რომლებიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ემზადებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერლებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობამ სასწავლო კურსების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოუწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან