17:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 16:22:53, 3017 ნახვა

კულტურა
თიბისი გალერეაში დღეს კიმ ბადავის ფოტოგამოფენა გაიმართება

4 მაისს 18:00 საათზე,  თიბისი გალერეა ცნობილი ფოტოხელოვანის  კიმ ბადავის  გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენა   სახელწოდებით „გაზაფხულის ამბოხი 11“  საერთაშორისო კონკურს „ქოლგა თბილისი ფოტო 201“-ის  ფარგლებში იმართება.

კიმ ბადავი დაიბადა 1980 წელს, პარიზში. ფოტო კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ნიუ ორლეანში, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზარალებულ  პირთა მძიმე მდგომარეობის ფირზე აღბეჭდვა დაიწყო.

2007 წელს არაბული მედიის და საზოგადოების ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა.

დღევანდელ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2011 წელს ეგვიპტის დედაქალაში გამართული მასობრივი საპრორესტო აქციების,  დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად გაერთიანებული ეგვიპტელების  ბრძოლის  დოკუმენტური ასახვა.  

პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“  წელს უკვე მეთოთხმეტედ იმართება.   ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. თიბისი ბანკი უკვე თორმეტი წელია თანამშრომლობს და სპონსორობას უწევს ფოტოკონკურსს

კიმ ბადავის ფოტოგამოფენა თიბისი გალერეაში 11 მაისამდე გასტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics