12:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 11:46:32, 1049 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ  ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

მისალოცი ბარათები  და საახალწლო საჩუქრები: სათამაშოები, ტკბილეული, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა პატარებსა და მათ მშობლებს სამინისტროს ფოიეში, საახალწლო ნაძვის ხესთან, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა გადასცეს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ სტუმრებს ნოდარ ხადურმა და გიორგი თაბუაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვები მათთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილზე - მთაწმინდის პარკში წაიყვანეს. პატარებმა მოინახულეს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი, ისრიალეს საციგურაო მოედანზე და დაესწრნენ ილუზიონისტების წარმოდგენას. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics