19:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 14:58:00, 1618 ნახვა

პოლიტიკა
გიუნტერ კრიხბაუმი: უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა გიუნტერ კრიხბაუმიმ ევროსკოპთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ადრე ბევრად წინ იყო ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დღეს აშკარა უკუსვლა შეინიშნება.

მინისტრმა ევროსკოპთან აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

"სამწუხაროდ, საქართველო გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ისინი მოუთმენლად ელიან ევროპას და ევროკავშირს. მაგრამ, როგორც იცით, ბოლო ანგარიშში, რომელიც მარტა კოსმა წარადგინა, თქვა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ასე რომ, საქართველოზეა დამოკიდებული, წინ წავიდეს და ევროკავშირის მიმართულებით იაროს. სწორედ ამ მიზნისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების, პრესის თავისუფლების, აზრის თავისუფლების გაზიარება და სამწუხაროდ, ეს საქართველოში გარანტირებული აღარ არის", - თქვა გიუნტერ კრიხბაუმიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics