11:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:48:26, 990 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს მთავრობა მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს, - ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდეს.

მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთის მცირედი ცვლილების შესახებ, რამაც სავალუტო ბაზარი გარკვეულწილად დაასტაბილურა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აპრილიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი ამოქმედდება, ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაითვალისწინონ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება და შესაბამისად დაგეგმონ წელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მიმდინარე ტენდენციების შესახებ მათი წინასწარი ინფორმირება დაავალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics