19:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 23:51:19, 999 ნახვა

ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საზოგადოებას „ტვირთად არ აწევს“.

ამის შესახებ ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ლარი მოგონილი თემაა და არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას. „რუსთავი 2“ აგიტაციას ეწევა.  ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.  ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ეს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკაში, რა თქმა უნდა ის საქართველოზეც აისახება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულება დოლარში აქვთ, ივანიშვილის თქმით, მოსახლეობა თუ ვერ ერკვევა კაპიტალი დოლარში დააბანდოს თუ ლარში, სპეციალისტი უნდა დაიქირავოს.

„ეკონომიკა, ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას ცოდნა და ალღო უნდა.  ასე ადვილი არ არის, სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარში, თუ ევროში. ეს არის ბიზნეს  პროცესი  და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკევს. ხოლო თუ ვერ ერკვევა უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics