16:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 13:04:34, 22722 ნახვა

ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ზუგდიდიდან 2 პაციენტს გამოჯანმრთელებულს გაწერენ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მიიღეს პასუხები 4 საეჭვო შემთხვევაზე - ლაბორატორიულად კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც სომხეთსა და თურქეთში  მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ანალიზზე, პასუხი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამ დროისათვის ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია. 

ამასთან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 28 მარტს, ცხელებისა და ხველის ნიშნებით მოთავსებული 2 პაციენტი დღეს გაეწერება. საუბარია სენაკელ ხალგაზრდა ქალზე და ჩხოროწყუს მცხოვრებზე. ეპიდემიოლოგების კვლევის მიხედვით მათ საეჭვო სიმპტომები არ აქვთ, სისხლის ანალიზიც ნორმაშია, ამიტომ მათი ბიოლოგიური მასალის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა საჭირო არ გახდა. პაციენტებს არ ჰქონდათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია და არც covid-19-ით ინფიცირებულთან კოტაქტზე საუბრობდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics