2015-03-25 16:05:01, 687 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი არველაძე: "ლიბერთი ბანკის" შემთხვევაში სესხების რესტრუქტურიზაცია დიდად დღის წესრგიში არ დამდგარა
"ლიბერთი ბანკში მთლიანი სესხების დაახლოებით 96% ლარშია, შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში სესხების რესტრუქტურიზაცია დიდად დღის წესრიგში არ დამდგარა,-ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"რესტრუქტურიზაციის კუთხით ჩვენ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, ვინაიდან "ლიბერთი ბანკში" მთლიანი სესხების დაახლოებით 96% ლარშია. შესაბამისად, დოლარში პრობლემური სესხები არ გვაქვს და არც დამდგარა დღის წესრიგში დიდად მათი რესტრუქტურიზაცია",-განაცხადა გიორგი არველაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან