22:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 12:16:31, 769 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ შეღავათებზე ისაუბრეს

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის შემდგომ გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროსა და  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

უწყების ინფრომაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე და იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე იმსჯელეს, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს  დაასრულონ მშენებლობები და შეასრულონ მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები.

როგორც აღინიშნა, შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები წესდება სწორედ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics