14:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 14:50:48, 698 ნახვა

ეკონომიკა
2015 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების ნაკადები 21%-ით შემცირდა

2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 82.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22.7 მლნ აშშ დოლარით (47.4 მლნ ლარით), ანუ 21.7 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით,უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.

ასევე, 2015 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (30.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (22.1 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics