17:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 14:42:53, 665 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძის ადვოკატი: იმედია, საქმე სასამართლომდე არ მივა

„კირკიტაძის ბრალდების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა. 
მან იმედი გამოთქვა, რომ კირკიტაძის საქმე სასამართლომდე არ მივა. 
„ჩვენ დაკითხვაზე რა თქმა უნდა გამოვცხადდებით. ჩვენ ჩვენის მხრივ გარკვეული მტკიცებულებები გვაქვს მომზადებული. ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ და მეტიც, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქმე სასამართლოს არსებით სხდომამდე არ მივა, რადგან კირკიტაძის ბრალდების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა კონდახაშვილმა. 
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დავით კირკიტაძეს დღეს დაკითხავს.
  ამის შესახებ ინფორმაცია დავით კირკიტაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა. 
  "ოთხდღიანი ყოყმანის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა დღეს 15:00 საათზე, ჩემი დაკითხვაზე დაბარება მაშინ როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემ საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასრულების დასაწყისი", - წერს კირკიტაძე. 
კირკიტაძეს სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კირკიტაძის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics