03:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 12:40:13, 792 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: იმედს ვიტოვებ, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი გაუხსნელი არ დარჩება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეს პირადად აკონტროლებს.

როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში, კურიერთან საუბრისას განაცხადა, მან მაქსიმალური ძალების მობილიზება მოახდინა მომხდარის გამოსაძიებლად და იმედს გამოთქვამს, რომ ფაქტის შესახებ კონკრეტული შედეგები მალე დაიდება.

„არ მინდა წინასწარ ინფორმაციების მოწოდება, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ,  გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად შს მინისტრი გუშინ, გვიან ღამით მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics