17:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 23:46:41, 10103 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა - იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს- ამის შესახებ, the guardian იუწყება.

 პრემიერმინისტრი გონზეა და მას ამ დროისთვის ფილტვების ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება

"პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სამედიცინო გუნდის რჩევის შესაბამისად, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს", - წერია პრემიერის აპარატის განცხადებაში.

ამასთან, ცნობილი ხდება რომ პრემიერის მოვალეობას დროებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics