|
2025-11-13 10:45:50, 651 ნახვა
ეკონომიკა
„წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ ტრადიციულად ქცეულ გიორგობისთვეს SOLO-სა და Mastercard-თან ერთად მასპინძლობს
სასტუმრო „წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ სტუმრებს გიორგობისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებებით მასპინძლობს. სილქ ჰოსფითალითი, SOLO-სა და Mastercard-თან ერთად უკვე მესამე წელია, გიორგობისთვის პროექტს ანხორციელებს. პროგრამა შედგება კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისგან, რომელიც სასტუმროს სტუმრებს წინანდალში განსაკუთრებულ დასვენებასთან ერთად დაუვიწყარი და შთამბეჭდავი შაბათ-კვირის გატარებას სთავაზობს. კერძოდ, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ნოემბრის თვის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პადელის ჩემპიონატში, დაესწრონ ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენას, ისიამოვნონ იაპონელი სენსეი კენჯი აზუმას ბგერითი თერაპიით ლიკა ევგენიძესთან ერთად, მოისმინონ National Geographic-ის მიერ წარმოდგენილი სალონური საუბრები, მონაწილეობა მიიღონ საახალწლო განათების ცერემონიაში და სხვა. სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე. გიორგობისთვე წინანდლის მამულის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. მე-19 საუკუნიდან დღემდე ჭავჭავაძეების წინანდლის მამული ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საგვარეულო მამული მისმა პირველმა მფლობელმა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა და მრავალმხრივი გატაცებების მქონე - ალექსანდრე ჭავჭავაძემ ევროპული სალონური და ინტელექტუალური ცხოვრების ქართულ რეალობაში შემოტანის იდეით შექმნა. ჭავჭავაძეების მამული დაარსების დღიდან მასპინძლობდა ქართველ მწერლებისა და პოეტების ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებსა თუ ევროპული კულტურის გამოჩენილ ფიგურებს. წინანდლის მამულის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენის” გახსნის შემდეგ, “სილქ ჰოსფითალითიმ” არაერთი პროექტი განახორციელა, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრადიციების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ამჟამად წინანდლის მამული, SOLO და Visa წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული ტრადიციის გაგრძელებაა. ინფორმაციისთვის, გიორგობისთვის ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის: შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 402 222 ან დაუკავშირდეთ მეილის საშუალებით: welcome@silkhospitality.com გიორგობისთვის მხარდამჭერები არიან: Volvo Car Sakartvelo, სილქ ჰოსფითალითი და სილქ დეველოპმენტი.
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)