17:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 15:39:52, 7020 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება

„ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დასრულდა.

მისი თქმით, გაიარეს ყველა საკითხი, რაც აქამდე მთავრობის მიერ გატარდა და ყველა გატარებული ღონისძიება შეფასდა დადებითად

„გავიარეთ ყველა საკითხი თუ რა კეთდება პრევენციის შეკავების ტესტირების აქტიური ინდენტიფიცირებუის თვალსაზრისით. რამდენადაა ეს ნაბიჯები რასაც ქვეყანა დგამს არის შესაბამისობაში იმ საერთაშრისო რეკომენდაციებთან, რასაც დღეს დიდი ინსტიტუციები იძლევიან. როგორ ვითვალისწინებთ ჩვენს გამოცდილებას ჩიენთისას სამხრეთ კორეისას, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის და შევჯერდით მთელ რიგ შემთხვევებზე. განხილული იქნა სცენარები, რომელიც შემუშავებული იქნა ჯანდაცვის სექტორის მიერ. ასვეე დამოუკიდებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავისი ხედვა ე.წ მათემატიკური მოდელირების სხვადახვა  ვერსიები, ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები, ინფექციისა და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირბეით, რომ ეს ყველაფერი სწორია. განსაკუთრებული ყურადგება უნდა გამახვილდეს შეკავების ინსტრუმენტების აღსრულებასა და მონიტორნგზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველა შეზღუდვის მონიტორინგი, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics