14:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 12:44:09, 7332 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან, ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ცნობილია, თუ რომელი კლასტერიდან არიან აღნიშნული პაციენტები, რაც კარგი ფაქტია.

„დღეისათვის, როგორც იცით, დაგვიფიქსირდა კიდევ დამატებით ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტს აქვს ერთი დადებითი მხარე ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ორი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდგომ უკვე ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები. 38 -ე პაციენტი, უფრო სწორედ ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. ჩვენ გვაქვს ამ შემთხევვაშიც დამაიმედებელი პროგნოზი, რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics