2015-08-06 09:37:07, 699 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2915 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგნილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.2915 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2798 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარის მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო დღეს 2.4886 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0137 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან