2015-07-26 10:27:13, 645 ნახვა
სამართალი
პოლიციელებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც განუცხადა, რომ 3 წლის შვილი დაეკარგა და პატრულს დახმარებას სთხოვდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვს არანაირი დაზიანება მიღებული არ ჰქონდა და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან