|
2019-12-20 17:05:03, 4966 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცის კეთილდღეობას უზრუნველყოფს
„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველ სამხედროებზე ზრუნვაზე არა მხოლოდ თავდაცვის ძალებში სამსახურის პერიოდში, არამედ მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგაც. „აუცილებელია სამშობლოს წინაშე მრავალწლიანი სამხედრო სამსახურის შესაბამისი დაფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)