|
2019-10-28 17:23:33, 6828 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გააცილა
გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქვეყნის ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სწორედ ქართველი სამხედროების დამსახურებაა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს მისი გეგმები გააცნო, რაც აღჭურვილობისა და ეკიპირების, ასევე სოციალური, ინფრასტრუქტურული და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სამშვიდობო ოპერაციების შესრულებას შეუდგებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)