2019-10-22 21:50:54, 10077 ნახვა
სხვადასხვა
სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის კორონაციაზე ეროვნული სამოსით მივიდა
სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა ფოტო მიანმარის ლიდერთან აუნ სან სუ ჩისთან, რომელსაც როჰინჯი მუსლიმების გენოციდის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.
"ნობელის პრემიის ლაურეატი.თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება ! დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალი!
ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა." -დაწერა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციას დაესწრო. ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,