09:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 14:11:06, 672 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: დღევანდელი ბიუჯეტი ლარის კურსზე დადებით გავლენას არ ითვალისწინებს

„თუ ჩვენ გვინდა, ლარის კურსზე დადებითი გავლენა მოვახდინოთ, მაშინ, როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, ამის მთავარი იარაღია ბიუჯეტი და დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსის ბოლო დროინდელი გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

 მისივე თქმით, ლარის კურსის მერყეობა ორივე მიმართულებით ნორმალური პორცესია.

 „ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, კურსის მერყეობა ორივე მიმართულებით არის ნორმალური პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუფასურდა ლარი, ამაზე ბევრი საუბარი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამაზე მომდევნო კვირას, პარლამენტში, როდესაც დაგვიბარებენ და ყველა ამ საკითხსმ აუცილებლად განვიხილავთ დეტალურად. ჩვენთვის დღეს, მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის კურსის სტაბილურობის საკითხი, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები დოლარში აქვს და მათ სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ეს, რა თქმა უნდა, აისახება სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. თუ ჩვენ გვინდა, დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ სხვა შემომავალი ნაკადების შემცირებისას ამის მთავარი იარაღი და დოკუმენტი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი და დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics