00:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 16:39:51, 7897 ნახვა

სამხედრო
თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.

ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას.

პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეების  საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics