01:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 13:18:40, 588 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა წელიწად-ნახევარში გაიხსნება

 ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა დაახლოებით წელიწად-ნახევარში გაიხსნება.

"ქობულეთში იგეგმება 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც დაახლოებით, 80 ადამიანის დასაქმება მოხდება. მთლიანი ინვესტიცია იქნება, დაახლოებით, 830 მილიონი ლარი. მთავრობის წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ეს პროექტი. გადავეცით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის ფარგლებში, შეიძლება უფრო ადრეც უკვე გაიხსნას ეს ქარხანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის განკარგულებით, შპს "გლობალ თრეიდს" პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 207 918 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics