11:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 13:14:03, 582 ნახვა

სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე  ხმაურით დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირება იური ვაზაგაშვილის დას მანანა ვაზაგაშვილსა  და ბრალდებულ გიორგი ცააძის  ახლობლებს შორის მოხდა.

„მე უფრო ბედნიერი ვარ დღეს, ჩემი ძმა სასუფეველშია და ის პატიოსანი ადამიანი იყო. როგორ დავწყნარდე, 2 ოჯახის წევრი მომიკლეს", - მიმართა მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულების ახლობლებს.

მანანა ვაზაგაშვილის საპასუხოდ ბრალდებულ გიორგი  ცააძის დამ განაცხადა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი სპექტაკლია.

"დავიღალე თქვენი სპექტაკლების მოსმენით. რამდენჯერ გინდოდათ ჩემი ძმის მოკვლა მაგრამ არ გამოგივიდათ", -აღნიშნა გიორგი  ცააძის დამ.

ამასთან, სასამართლო პროცესზე მანანა ვაზაგაშვილს  ერთ-ერთმა დამსწრემ  განაცხადა „გაგეზარდათ ნორმალური შვილი და არ მოგიკლავდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ინცინდენტი ამოწურულია. ბრალდების მხარე დღეს  პროცესზე შესავალ სიტყვას იტყვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics