2015-06-29 16:40:49, 610 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2483 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალ 2.2483 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.2477 ლარს შეადგენს.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.4992 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი ერთი ევრო 2.5179 ლარი ღირს. კურსის ცვლილება ევროსთან მიმართებაში 0.0187 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან