08:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 15:09:30, 549 ნახვა

საზოგადოება
"სითი პარკი" მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები

კომპანია "სითი პარკი" მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები.

როგორც "ექსპრესნიუსს“ კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ განუცხადა,  "სითი პარკმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმდეს. თუმცა მისივე თქმით, ქალაქის დანარჩენი მასშტაბით კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

„ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იწერება ჯარიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ მუშაობს „სითი პარკი“. მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან პარკირების წესები იმისათვის, რომ ისედაც გართულებულ გზის მდგომარეობას კიდევ არ შეუქმნან პრობლემები“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

ცნობისთვის, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტობომილი დაჯარიმდა. თუმცა როგორც „სითი პარკში“ განაცხადეს, შეცდომა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა დაუშვა და გამოწერილ ჯარიმებს თავად კომპანია გადაიხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics