2015-06-16 10:07:19, 350 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი მდინარე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ მდინარე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.
მინისტრმა ასევე კონკრეტული მითითებები გასცა, რომლის მიხედვით დღეიდან სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაოებს გააგრძელებენ.
„ზოოპარკის ტერიტორიაზე შემოვა თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ტექნიკასთან ერთად, „მზიურში“-ც დაემატება ტექნიკა და დაიწყება მასშტაბური სამუშაოები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა მზიურის ტერიტორია დაათვალიერა და გაწმენდითი სამუშაოების გეგმა დასახა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან