2015-06-15 14:23:02, 338 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, კერძო კომპანიებს და კერძო პირებს, ვისაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეთა საკვები და სასმელი პროდუქტებით უზრუნვეყოფა სურთ, თბილისის მერიის ადმინისტრაციას უნდა დაუკავშირდნენ.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსა და კერძო პირებს, ვისაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეთა საკვები და სასმელი პროდუქტით უზრუნველყოფა სურთ, დაუკავშირდნენ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციას“,-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან