2015-06-15 13:47:15, 484 ნახვა
საზოგადოება
ზოოპარკის პრესსამსახურს არ აქვს ინფორმაცია, ლომის ბოკვერი შუმბა რა ვითარებაში დაიღუპა
ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მზია შარაშიძეს არ აქვს ინფორაცია, ლომის ბოკვერი შუმბა რა ვითარებაში დაიღუპა, რადგან ვეტექიმების მიერ ჯერჯერობით მისი გარეგანი შესწავლა არ მომხდარა.
შარაშიძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შუმბა საკუთარ ვოილერში მოკლეს.
"შუმბა შესწავლით დათვალიერებული არ არის, როცა მას გამოიტანენ და დაათვალიერებენ ვეტექიმები, უკვე გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დაიღუპა.გავრცელდა ჭორი, რომ შუმბა ვოილერში იქნა მოკლული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, შუმბა ამ ეტაპზე ზოოპარკის ტერიტორიაზეა, თუმცა ვოილერში არაა",-განაცხადა მზია შარაშიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან