03:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:45:18, 467 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატო-სთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება სამაგალითოა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის და სამოდელო ქვეყნადაა დასახელებული. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანიასთან  კონტრმობილურობის კუთხით ახალი ინიციატივა არსებობს, რაც 45  მილიონი ევროს ოდენობის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და მათი ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან, დღეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პრინციპული რეფორმებით უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით, აშშ-სგან. საქართველოს მთვარობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვივლით იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით ლოგისტიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება: „წელს სამიტის ფარგლებში ნატო განსაზღვრავს ახალი - ლოგისტიკის სარდლობის ჩამოყალიბებას და სწორედ, ეს პრიორიტეტი ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაადგილებისა და მობილურობის კომპონენტის უზრუნველყოფას სწორი ლოგისტიკის პირობებში“. 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics