|
2015-05-29 12:33:00, 442 ნახვა
საზოგადოება
იურიდიული კონსულტაციის სერვისი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ამოქმედდა
მეჯვრისხევის, შორაპნისა და გეგუთის შემდეგ, 28 მაისიდან, უფასო იურიდიული კონსულტაცია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გახდა ხელმისაწვდომი. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, თვეში ორჯერ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება თვის ყოველ მეორე ხუთშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრს, სადაც მოქალაქეებს სამართლებრივ რჩევებს მისცემენ და იურიდიულ დოკუმენტებს შეუდგენენ. დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 21 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)