04:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 19:12:25, 368 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გველდამჭერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ქვეწარმავლებისგან დაცვის მიზნით,  ფუნქციონირებს გველდამჭერთა ჯგუფი, რომელიც ჰუმანური მეთოდით ქვეწარმავალთა დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას უზრუნველყოფს. 

ჯგუფის მობილურობის ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გველდამჭერებით დაკომპლექტებული ცალკე ეკიპაჟის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც გამოეყო.  

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ქვეწარმავლის დანახვისას მოერიდონ მას და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics