22:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 11:17:03, 434 ნახვა

საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით, თბილისში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისიძებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება. 26 მაისის საღამომდე - ღონისძიებების დასრულებამდე ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 მაისს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება.

მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის , უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე. 26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის , დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის ქუჩაზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics