23:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 10:54:39, 427 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ეტაპი იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალური ეტაპი დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებულები კი ხვალ გამოვლინდებიან.

პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან  მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.

ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24 და 25 მაისს   ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“.მათთან ერთად,  ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამეადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და  1918-1921 წლების საქართველოს ისტორიასშეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტოდა კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას დამათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics