00:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:46:01, 752 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი მასშტაბური საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა.

სწავლების სცენარი ბრძანების გაცემას, პირადი შემადგენლობის ბრძოლისწინა აღჭურვას და შემოწმებას, სამოქმედო რაიონში გადაადგილებას, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, საპატრულო ბაზის დაკავებას, დაშავებულის ევაკუაციას, სოფლის უხუცესებთან შეხვედრა-გასაუბრებას და სწავლების შემდგომ მიმოხილვას მოიცავდა.

სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics